პოპ-კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, რიანა, სოციალურ ქსელში ახალი ფოტოსესიით გამოჩნდა და კვლავ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მომღერალმა გულშემატკივრებს გამორჩეული სტილისა და ესთეტიკის კადრები გაუზიარა, სადაც მისი ინდივიდუალური იმიჯი და მოდური ხედვა კიდევ ერთხელ გამოიკვეთა.
ფოტოსესია ბრენდ Savage-ისა Fenty-ის კოლაბორაციით შედგა, შეგახსენებთ რომ კომპანია Fentybeauty სწორედ რიანას დაარსებული ბრენდია და პოპვარსკვლავი მას დღემდე ფლობს.
ფოტოებში ვარსკვლავი თანამედროვე და თამამ ვიზუალში ჩანს, რაც მისთვის დამახასიათებელ სტილს სრულად უსვამს ხაზს. მისი თითოეული გამოჩენა, როგორც ყოველთვის, ტრენდად იქცევა და მოდის სამყაროში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
რიანა არა მხოლოდ მუსიკით, არამედ საკუთარი ბრენდებითა და სტილის ექსპერიმენტებითაც ინარჩუნებს გლობალურ ინტერესს. მისი ახალი ფოტოები უკვე აქტიურად ვრცელდება სოციალურ ქსელებში და უამრავ დადებით შეფასებას იღებს.
მომღერლის გულშემატკივრები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან მის შემდეგ ნაბიჯებს — იქნება ეს ახალი მუსიკა, მოდის კოლექცია თუ კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამოჩენა.
ფოტოები:👇





View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „შვილობაც ისეთივე დიდი პასუხისმგებლობაა როგორიც დედობა...“ - რას წერს გივიკო დიდია