
კრემლის პროპაგანდისტი, წარმოშობით ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკი „ტელეგრამის“ არხზე ახალი მატარებლის შესახებ წერს, რომელიც სოჭიდან გაგრის მიმართულებით დაინიშნა.
იგი რუს ტურისტებს ოკუპირებულ აფხაზეთში „ეპატიჟება“ და თავად აფხაზეთს ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიებს.
„როგორც იქნა, ძალიან მალე სოჭი-გაგრის მიმართულებით ახალი მატარებელი „ლასტოჩკა“ იმოძრავებს.
გვპირდებიან, რომ ის უკვე აპრილიდან ამოქმედდება.
ახლა უკვე ტურისტებს აქვთ შესაძლებლობა, გათბნენ ულამაზესი თეთრი კლდეების გარემოცვაში და დააგემოვნონ ნამდვილი აფხაზური ხაჭაპური.
კარგი, ისაა რომ მატარებლით თქვენ ისე გაივლით სასაზღვრო კონტროლს, რომ მატარებლიდან ჩამოსვლა არ დაგჭირდებათ.
თუ ყველაფერი კარგად იქნება, მალე ამ ულამაზესი ქვეყნის მიმართულებით, სხვა ქალაქებიდან ახალი რეისებიც დაინიშნება” – წერს კანდელაკი.
ასევე დაგაინტერესებთ: