
რუსული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა, ხოლო 140 დაშავდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
გარდა ამისა, მაშველები გადარჩენილი ადამიანების შესახებაც ავრცელებენ ინფორმაციას, 11 ადამიანი მათ კიევში გადაარჩინეს, ხოლო რვა – დნეპროპეტროვსკის რეგიონში.
ინფორმაციისთვის, რუსეთმა უკრაინულ ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა. ოკუპანტების ერთ-ერთი სამიზნე დედაქალაქ კიევში მდებარე საცხოვრებელი შენობები, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფო აღმოჩნდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მასიური თავდასხმის დროს რუსებმა გამოიყენეს 38 სხვადასხვა რაკეტა გამოიყენეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გამიკვირდა, რომ რონალდომ თამაშში ჩემთან კონტაქტზე დაიწყო აპელირება” - რას ჰყვება ლუკა ლოჩოშვილი