რუსეთში კატასტროფა განიცადა სატრანსპორტო თვითმფრინავმა, „ან 22“-მა. მის ბორტზე 7 ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას 24.kg ავრცელებს.
თვითმფრინავი ივანოვოს ოლქში ჩამოვარდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ „ან 22“-ის ფრაგმენტები წყალში იპოვეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავს ცოტა ხნის წინ რემონტი ჩაუტარდა და მისი შემოწმება მიმდინარეობდა.
„ან-22“ - მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის ტურბოხრახნიანი ძრავებით აღჭურვილი თვითმფრინავია. ის დიდი ზომის ტვირთების გადასატანად გამოიყენება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ქალები სად არიან?“ - ქართველი მოგზაურების იმედგაცრუება და თავგადასავალი ირანულ ტრადიციულ ქორწილში
წყარო: newshub.ge