Digest Logo

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი მოკლეს - დაჭრილია მოკლულის ცოლიც

1696173976
პოლიცია ათენი

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს, - არსებული ინფორმაციით, 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა.

გარდა ამისა, დაჭრილია მოკლულის ცოლიც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

როგორც ბერძნული მედია წერს, შემთხვევა ათენში, 02:30 საათზე მოხდა - თავდამსხმელი წყვილის სახლში შეიარაღებული მივიდა და ქართველ კაცს ესროლა.

ის პოლიციამ უკვე დააკავა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „მოთქვამენ - სად დაიკარგა დისციპლინა?! რომელ დისციპლინას დაეძებთ ძალიან ძვირფასებო? ყურის აგლეჯას, თმების დაწიწკვნას, დანარჩენი ბავშვების წინ შერცხვენას, კუთხეში დაყენებას?“ - გიორგი კეკელიძე

🔵 „მშობლებია ჯერ გამოსაკვლევი, სად იზრდება ეს ეშმაკის ნაშიერი“ - ნინი შერმადინი მოსწავლის დაბულინგების ფაქტს ეხმაურება

🎥 „დედა მოხუცი იყო და „ვედრებით“ ეზიდებოდა წყალს, წაქცეულა, დამაგვიანდა სამსახურში მისვლა...“ - რაჯი კაშეხჩიანის გულის ამაჩუყებელი ისტორია