Digest Logo

სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული - ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

1730318921
 ესპანეთში წყალდიდობა

აღმოსავლეთ და სამხრეთ ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა.

მედიის ცნობით, წყალდიდობას ვალენსიაში 92 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი მალაგას პროვინციაში და კიდევ ორი ​​კასტილა-ლა მანჩაში.

ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

სტიქიის გამო 115 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მადრიდსა და ვალენსიას შორის გზები და სარკინიგზო კავშირები დაკეტილია, ვალენსიის ათობით მცხოვრები კი იძულებული გახდა ღამე გაეთენებინა მანქანების, მაღაზიებისა და ბენზინგასამართი სადგურების სახურავებზე.

კასტელიონში, ვალენსიასა და ალიკანტეში მოსახლეობისთვის გამოცხადებულია როგორც ყვითელი, ასევე, წითელი განგაშის დონე. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვერაფერზე ვფიქრობდი.. დავკარგე საყრდენი და ყველაფერი...“ - რა დაეხმარა ნანი ჩიქვინიძეს მეუღლის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქებაში?

🎥 „იდეა იმდენად დიდი ხნის წინ გაჩნდა არც მახსოვს...კავშირი მაყურებელსა და ფილმს შორის არის სინამდვილე...“ - ზაზა ნოზაძე ფილმ „უსაშველოებზე“

🎥 „თემური ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული იყო...“ - რატომ გაბრაზდა მიხეილ თუმანიშვილი, როცა თემურ ჩხეიძისა და ნანი ჩიქვინიძის სიყვარულის ამბავი გაიგო?