ნანი ჩიქვინიძე 5 წლის ასაკში გადაიღეს ფილმში „მაგდანას ლურჯა”, ორი წლის შემდეგ ფილმში “სხვისი შვილები” და პატარა ასაკში უკვე ცნობად სახედ იქცა.
რუსთაველის თეატრში სტუდენტობის პერიოდში მოხვდა, სამი მთავარი როლი ჰქონდა, მაგრამ მარჯანიშვილის თეატრში ამჯობინა კარიერის გაგრძელება, სადაც დღემდე თამაშობს.
რეჟისორი თემურ ჩხეიძე მისი ცხოვრების დიდი სიყვარული იყო, მათი თანაცხოვრება თითქმის ნახევარი საუკუნე გრძელდებოდა.
ნანი ჩიქვინიძე სტუმრად გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ იმყოფებოდა, სადაც მეუღლის გარდაცვალებისგან გამოწვეულ ტკივილზე ისაუბრა:
„მე თემურის ამბის შემდეგ, რომ არა ლევან წულაძე და რეპეტიციები არ მქონოდა ძალიან ცუდი რამ დამემართებოდა. ამან მე გამომაფხიზლა და დამაბრუნა. ხომ არის რაღაც პერიოდი ადამიანი ავადმყოფობს და ეგუება ამ ყველაფერს. აორტის ანევრიზმით დაიღუპა მოულოდნელად. დავკარგე საყრდენი და საერთოდ ყველაფერი. იმ სახლშიც ვეღარ მივდივარ არ შემიძლია“, - ჰყვება ნანი ჩიქვინაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: