Digest Logo

სამხრეთ კორეაში ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი თოვლი მოვიდა - დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი

1732865698
სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეაში ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი თოვლი მოვიდა. სტიქიის შედეგად გამოწვეულ ავარიას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ინფორმაციას nordictimes-ი ავრცელებს.

სეულში, თოვლის სიმაღლე 16,5 სმ იყო. წინა რეკორდი 12,4 სმ შეადგენდა, რომელიც 1972 წლის 28 ნოემბერს დაფიქსირდა.

თოვლმა ასევე მოიცვა ქვეყნის ცენტრალური, აღმოსავლეთი და სამხრეთი რაიონები, იქ თოვლის სიმაღლე 10-დან 23 სანტიმეტრამდე მერყეობს.

დიდთოვლობის გამო, დაახლოებით 220 ფრენა და 90 საბორნე რეისი გაუქმდა. ასევე, ქვეყნის ტურისტული ზონების დიდი ნაწილი დაიხურა. გზებზე გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევები.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕პუტინმა მერკელს ლაბრადორისთვის ბოდიში მოუხადა, რომელმაც გერმანიის ყოფილი კანცლერი შეაშინა

🎥 „ჩემთვის ბევრ რამესთან ასოცირდება... პირველ რიგში კი ხელოვნებასთან...“ - რას ფიქრობს მსახიობი თაკო ჭანუყვაძე სილამაზეზე?

⭕„გემოვნებიანი და შარმიანი...“ - ანი ჯავახი ახალ ფოტოებს გვიზიარებს