სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სუკ-იოლის მეუღლეს, კიმ კეონ-ჰის მასშტაბური კორუფციული სკანდალის გამო შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯა. საქმე ეხება მსხვილი ოდენობით ქრთამის აღებასა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას.
სეულის ცენტრალური რაიონული სასამართლოს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ კიმ კეონ-ჰისმა, სხვადასხვა თხოვნისა და ლობირების სანაცვლოდ, არაერთხელ მიიღო ძვირადღირებული საჩუქრები და საიუველირო ნაკეთობები. ბრალდების მხარის მტკიცებულებების მიხედვით, ყოფილი პირველი ლედის მიერ მიღებული ძვირფასი ნივთების საერთო ღირებულებამ დაახლოებით 300 მილიონი ვონი (დაახლოებით 195 ათასი აშშ დოლარი) შეადგინა.
სასამართლო განხილვებისას ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყნის ყოფილი პირველი ლედი საკუთარ მაღალ სტატუსს აქტიურად იყენებდა პოლიტიკურ ფიგურებზე გავლენის მოსახდენად და პირადი ინტერესების გასატარებლად.
იუნ სუკ-იოლი სამხრეთ კორეის მე-13 პრეზიდენტის თანამდებობას 2022 წლიდან 2025 წლამდე იკავებდა. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება ქვეყანაში კიდევ ერთ ხმამაღალ ანტიკორუფციულ პრეცედენტად იქცა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი soul mate-ის დაბადების დღეა...“ - დათო ხუჯაძე 51 წლის გახდა
წყარო: 1tv.ge