Digest Logo

სანდრინგემის მამულში უელსის პრინცისა და პრინცესას რეზიდენციაში ქურდობისა და კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეღწევის ბრალდებით ორი კაცი დააკავეს

1795534036
უელსის პრინცისა და პრინცესა

სანდრინგემის მამულში უელსის პრინცისა და პრინცესას სააგარაკო რეზიდენციაში ქურდობისა და კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეღწევის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ნორფოლკის პოლიციის განცხადებით, ტერიტორიის დასათვალიერებლად პოლიციამ ძაღლები, დრონები და ვერტმფრენი გამოიყენა, რის შედეგადაც მამულის ტერიტორიაზე ორი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩებიან.

„ბიბისის“ ცნობით, ინციდენტის დროს რეზიდენციაში არავინ იმყოფებოდა. კენსინგტონის სასახლეში განაცხადეს, რომ უსაფრთხოების საკითხებზე კომენტარს არ აკეთებენ.

მედიის ცნობით, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ანმერ-ჰოლში მუდმივად არ ცხოვრობენ, თუმცა მამულს არდადეგებისა და დღესასწაულების დროს სააგარაკო რეზიდენციად იყენებენ. ათსაძინებლიანი სააგარაკო რეზიდენცია ანმერ-ჰოლი წყვილს 2011 წელს, ქორწილის შემდეგ, გარდაცვლილმა დედოფალმა ელისაბედ II-მ აჩუქა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული ნინო ჭელიძე და მისი 7 წლის შვილი ზესტაფონში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს

🎥 „არანაირი მონაცემებით არ გამოვირჩეოდი... 7 თვეში ისეთი შედეგი დავდე, ჩემი თავის მეც მიკვირდა“ - რას ჰყვება ძალოსანი ლაშა ტალახაძე განვლილ გზაზე

🎥 „ჩემი შვილი არც მკვლელია, არც ტერორისტი... სინამდვილეში, იგი დაზარალებულია“ - ემზარ ისაევი შვილის მდგომარეობასა და აფეთქების დეტალებზე

წყარო: 1tv.ge

✕