Digest Logo

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული ნინო ჭელიძე და მისი 7 წლის შვილი ზესტაფონში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს

1795531380
ნინო ჭელიძე

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი ნინო ჭელიძე და მისი 7 წლის შვილი დღეს, 24 ნოემბერს ზესტაფონში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

უბედური შემთხვევის კიდევ ერთ მსხვერპლ, ჯაბა საყევარაშვილს კი - ხუთშაბათს, 26 ნოემბერს დაკრძალავენ.

19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.

მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არანაირი მონაცემებით არ გამოვირჩეოდი... 7 თვეში ისეთი შედეგი დავდე, ჩემი თავის მეც მიკვირდა“ - რას ჰყვება ძალოსანი ლაშა ტალახაძე განვლილ გზაზე

🎥 „ჩემი შვილი არც მკვლელია, არც ტერორისტი... სინამდვილეში, იგი დაზარალებულია“ - ემზარ ისაევი შვილის მდგომარეობასა და აფეთქების დეტალებზე

⭕ჭარბი წონის არაცნობიერი ფსიქოლოგიური მიზეზები, რა შინაგან როლს ასრულებს სიმსუქნე ადამიანის ცხოვრებაში?

✕