Digest Logo

სენაში გადახტა მსახიობი ქალი, რომელიც ჟერარ დეპარდიეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა

1702632733
ჟრარ დეპარდიეჟრარ დეპარდიე

ფრანგი მსახიობი, 60 წლის ემანუელ დებევერი მდინარე სენაში გადახტა, მისი გადარჩენა მაშველებმა ვერ შეძლეს.

სახანძრო ბრიგადამ ქალი სენიდან ამოიყვანა, თუმცა საავადმყოფოში 1-კვირიანი მკურნალობის მიუხედავად მსახიობი გარდაიცვალა.

ემანუელ დებევერი პარიზის ერთ-ერთი ხიდიდან სენაში გადახტა იმ დღეს, როდესაც ფრანგულ ტელევიზიაში გადიოდა საგამოძიებო ჟურნალისტური სიუჟეტი ჟერარ დეპარდიეს შესახებ, რომელსაც ბოლოს 10 წლის ბავშვზე სექსუალური ხასიათის კომენტარების გაკეთებაში სდებენ ბრალს.

ემანუელ დებევერი ჟერარ დეპარდიესთან ერთად 1982 წლის ფრანგულ ფილმ „დანტონში“ მონაწილეობდა, რომლის გადაღებებისას, დებევერის მტკიცებით, ჟერარ დეპარდიემ ის სექსუალურად შეავიწროვა. 

თავად ჟერარ დეპარდიემ Le Figaro-ში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნული ბრალდებები სრულად უარყო.

პარიზის პოლიციამ დაიწყო გამოძიება ემანუელ დებევერის სიკვდილის მიზეზის შესახებ. დებევერის პარტნიორმა თქვა, რომ ქალმა სახლის დატოვებისას შემაშფოთებელი წერილი დატოვა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „Disney, ჰარი-ჰარალო მაინც ჩაგესვა...ვერ მოგივიდა კაი ამბავი...“ - ბლოგერი ნიკე ჩაჩანიძე Disney-ის გაუნაწყენდა

🎥 „ოდელია დელა მაინც ეთქვა“ - რატომ განაწყენდა ქართველი მაყურებელი Disney-ის ახალ ანიმაციაზე, სადაც სიმღერის ტექსტი 29 ენაზეა შესრულებული

🔵 15 დეკემბრამდე საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი