Digest Logo

სერბეთში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის ფაქტზე 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ყოფილი მშენებლობის მინისტრი - AP

1732185169
სადგურის სახურავის ჩამონგრევა

სერბეთში რკინიგზის სადგურზე სახურავის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 11 ადამიანი დააკავეს. მიმდინარე თვის დასაწყისში ქალაქ ნოვი-სადში მომხდარ ინციდენტს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო AP-ი სერბეთის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ეჭვმიტანილებს ბრალად ედებათ საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებები, საზოგადოებრივი საფრთხის გამოწვევა და სამშენებლო წესების დარღვევა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის არის გორან ვესიჩი, რომელმაც ტრაგედიის შემდეგ მშენებლობის მინისტრის თანამდებობა დატოვა.

დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრაგედიამ პასუხისმგებელ პირთა დასჯის მოთხოვნით საპროტესტო ტალღა გამოიწვია.

ცნობისთვის, ნოვი-სადის სადგურის შესასვლელში სახურავი 1-ელ ნოემბერს მოულოდნელად ჩამოინგრა. სადგურის რეკონსტრუქცია, სადაც ტრაგედია მოხდა, ჩინელმა კონტრაქტორმა ჩაატარა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „როდესაც მოვიგეთ შოკირებული ვიყავი, ძალიან ცანცარა ვარ...“ - ვინ არის პატარა მოცეკვავე, რომელიც საბავშვო ევროვიზიაზე გამოსვლის შემდეგ სოციალურ ქსელს იპყრობს?

🎥 რა არის ჩიყვი და რა სიმპტომებით უნდა ამოვიცნოთ ის? - ექიმის რჩევები

🎥 ევროპის ჩემპიონატზე გასული საქართველოს 21 წლამდე ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

წყარო: newshub.ge