Digest Logo

სერიალ „ჰარი პოტერის“ მთავარი როლების შემსრულებლების ვინაობა ცნობილია

1748365135
ჰარი პოტერი

ცნობილია ვინ შეასრულებს მთავარ როლებს „ჰარი პოტერის“ მიხედვით გადაღებულ HBO-ს ახალ სერიალში.

ჰარი პოტერს დომინიკ მაკლაფლინი ითამაშებს, არაბელა სტენტონი ჰერმიონ გრეინჯერის როლს შესასრულებს, რონ უიზლის კი ალასტერ სტაუტი განასახიერებს.

პატარა მსახიობების ფოტო „პოტერიანის“ ავტორმა ჯეი ქეი როულინგმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა.

ახალი სერიალი ეკრანებზე 2026 წელს უნდა გამოვიდეს. მანამდე ცნობილია გახდა, რომ სევერუს სნეიპის როლს პააპა ესიედუ შეასრულებს, ალბუს დამბლდორს ჯონ ლითგოუ განასახიერებს, მინერვა მაკგონაგალის როლი ჯანეტ მაკტირს ერგო, რუბეუს ჰაგრიდის კი ნიკ ფროსტს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ჩინეთში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა - ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე გამოიძახეს

⭕„ადვილად შეიძლება ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი შტორმული სისტემების განვითარებას...“ - ამინდის პროგნოზი მეტეოროლოგისგან

⭕„ბევრი სასიამოვნო რამ ხდებოდა...დროშიც ავცდით...“ - გურამ შეროზია ჩინეთში მოგზაურობს