Digest Logo

Snoop Dogg-ი ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღებს მონაწილეობას

1721889275
სნუპ დოგი დოგი

Snoop Dogg-ი პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს, ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

26 ივლისს რეპერი ჩირაღდანს გახსნის ცერემონიამდე, პარიზის ჩრდილოეთით, სენ-დენიში გაატარებს, სადაც ოლიმპიური სოფლის ნაწილი, სტადიონი „სტად დე ფრანსი“ და ახალი ოლიმპიური ცენტრი მდებარეობს.

ამასთან, Snoop-ი პარიზში ამერიკული ტელეკომპანია NBC-ს სპეციალური კორესპონდენტის სტატუსში დარჩება. რეპერი დაესწრება სხვადასხვა შეჯიბრებას, გაესაუბრება სპორტსმენებს და მათ ახლობლებს.

ამასთან იგი პარიზის ღირსშესანიშნაობებსაც დაათვალიერებს.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია პარიზში ხვალ გაიმართება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕25 ივლისი ლეგენდარული ინოლა გურგულიას დაბადების დღეა

⭕25 ივლისს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

⭕„მახსოვს, რომ თავისით მოდიოდა ცრემლები, ახლაც მიჭირს ამ მომენტის გახსენება…“ - ხათუნა სამნიძე რთული პერიოდზე