Digest Logo

სტიქია იტალიაში - დაზარალებულ რაიონებში განგაშის წითელი ნიშნულია ამოქმედებული, საცხოვრებელი ადგილის დატოვება ასობით ადამიანს მოუწია

1745001561
სტიქია იტალიაში

იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რეგიონები სტიქიური უბედურების ზონაა. ყველაზე რთული ვითარებაა პიემონტში, სადაც უხვმა ნალექმა მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. ოლქში მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და კერძო მეურნეობები, მოსახლეობას ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. წყლის ქვეშ მოექცა საქალაქთაშორისო მაგისტრალები. სამაშველო სამსახურები, რეგიონის ქალაქებსა და დასახლებებში, გაწმენდითი სამუშაოებს აწარმოებენ.

ღამით, ვენეტოს რეგიონის ქალაქ ვიჩენცასთან ახლოს, წყლის ნაკადმა სავალი გზის ნაწილი მოანგრია და ავტომობილი წაიღო, რომელშიც, ადგილობრივი მედიის ცნობით, მამა-შვილი იმყოფებოდა. ამ დროისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ნაპოვნია ერთი მოქალაქის ცხედარი.

წყალდიდობის საფრთხის შესახებ გაფრთხილება ქვეყნის ას ქალაქში გამოცხადდა, დაზარალებულ რაიონებში კი განგაშის წითელი ნიშნულია ამოქმედებული. საკუთარი საცხოვრებელი ადგილის დატოვება ასობით ადამიანს მოუწია.

სახანძრო სამსახურის მონაცემებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, 1000-ზე მეტი სამაშველო ოპერაცია ჩატარდა ტურინის, ბიელის, ვერჩელის პროვინციებში. სტიქიის ზონაში მთელი ქვეყნიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ასობით ბრიგადაა გაგზავნილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ერთ-ერთ არასრულწლოვანს ბაბუას მანქანა უნებართვოდ წაუყვანია, ცხენისწყლის ხიდიდან არიან გადავარდნილები“ - ახალი დეტალები ხონში მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 3 მოზარდი ემსხვერპლა

⭕„ამ პერიოდში ყურადღებას ითხოვს ფინანსური საკითხები, რადგან მოსალოდნელია ფინანსურ ბაზარზე ძლიერი რყევები და რომელიმე დიდი კომპანია გაკოტრების წინაშე დადგეს “ - მარსი ლომში, ასტროლოგიური ანალიზი და რამაზ გიგაურის პროგნოზი

🎥 „ეს მე ღმერთმა დამაკისრა და ერთგვარად ჯვრის ზიდვის ტოლფასია“ - უფლის „დამტირებელი“ ნაირა ნაჩხატაშვილი