Digest Logo

ტაკერ კარლსონის განცხადებით, ამერიკა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ პროქსი ომს აწარმოებდა

1744283145
ტაკერ კარლსონი

ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი აცხადებს, რომ ამერიკა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ პროქსი ომს აწარმოებდა.

ომში ჩართული იყო ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდის სახელმწიფო დეპარტამენტი და პენტაგონი. შედეგად კი უკრაინა განადგურდა და ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა.

კარლსონი მიიჩნევს, რომ დასაჭერია ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც თანახმა იყო კიევისთვის რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული რაკეტებით თავდასხმის უფლება მიეცათ, რადგან, თავდაცვის უწყების ანგარიშის მიხედვით, ეს ვითარების ესკალაციისა და ბირთვული ომის დაწყების საფრთხეს ზრდიდა.

„ამერიკელი სამხედროები, პენტაგონი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ცენტრალური დაზვერვა აწარმოებდნენ ომს რუსეთის წინააღმდეგ. საქმე უკრაინის თავდაცვაში არ იყო. ვაშინგტონში არავის ანაღვლებდა უკრაინა და ასი ათასობით განადგურებული უკრაინელი მამაკაცი. ეს იყო ომი რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გავანადგურეთ უკრაინა, რომელიც ალბათ მომავალში მესამე ქვეყნებიდან ჩასული ადამიანებით იქნება დასახლებული. ამაზე ღიად არავინ საუბრობს“, - განაცხადა კარლსონმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მგონია, ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს ადამიანს ამ საკითხში“ - რას ამბობს ქართველი პილოტი, თვითმფრინავის მართვის გამოწვევებზე

⭕„აღძრავს ომს ყველა ქვეყანაში და დიდი მეფეების სიკვდილს...“ - რას წერს ხათუნა ნოელი?

⭕ „რა გოგო ხარ...“ - ბაბი კირკიტაძე ახალ კადრებს აქვეყნებს

წყარო: newshub.ge