Digest Logo

„ტელეფონში აღმოაჩინეს 1-იდან 14 წლამდე ასაკის ბავშვების 300-მდე ფოტო, რომლებიც ჩართულნი იყვნენ სექსუალურ სახის დანაშაულში“ - ბავშვთა პორნოგრაფიის სქემაში ბრალდებული 27 წლის კაცია

1679659427
პორნოგრაფია

აშშ-ს ჯორჯიის შტატის ჩრდილოეთით 27 წლის კაცი ბავშვთა პორნოგრაფიის ბრალდებით მას შემდეგ დააკავეს, რაც ტელეფონის ხელოსანმა, რომელიც მის ტელეფონს არემონტებდა, პორნო სურათები შენიშნა.

ბრალდებულმა დენიელ მაკფოლსმა ტელეფონი გვინეტის ოლქის მობილური ტელეფონების სარემონტო მაღაზიაში შესაკეთებლად 2022 წლის 20 ოქტომბერს მიიტანა.

მობილური შეკეთების შემდეგ ტელეფონი ჩაირთო და თანამშრომელმა მასში მცირეწლოვანი ბავშვების პორნოგრაფიული შინაარსის სურათები აღმოაჩინა.

ხელოსანმა, მყისიერად გვინეტის ოლქის პოლიციის დეპარტამენტს დაურეკა და აღნიშნულის შესახებ შეატყობინა.

გვინეტის ოლქის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცრებმა, ტელეფონის ჩხრეკის ორდერი თითქმის ერთი წლის შემდეგ მიიღეს და მისი სასამართლო ექსპერტიზა დაიწყეს.

გამოძიების ინფორმაციით, მათ ტელეფონში აღმოაჩინეს 1-იდან 14 წლამდე ასაკის ბავშვების 300-მდე ფოტო, რომლებიც ჩართულნი იყვნენ სექსუალურ სახის დანაშაულში - ბავშვთა პორნოგრაფიის სქემაში.

მაკფოლსი 2023 წლის 22 მარტს დააკავეს და ბრალი არასრულწლოვნის სექსუალურ ექსპლუატაციაში ოფიციალურად წაუყენეს.

როგორც უცხოური გამოცემა იტყობინება, იგი ციხეში გირაოს გარეშე დარჩება.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „რა გინდათ ჩემგან, რამე დაგიშავეთ? მსახიობი ვარ, ხან გავხდები, ხან გავსუქდები“ - რას ამბობენ გიორგი და ლენუკა ყიფშიძეები

🎥 რა იწვევს უსიამოვნო სუნს და ჭარბ ოფლიანობას ფეხის გულზე და შესაძლებელია თუ არა ამ პრობლემისგან სამუდამოდ გათავისუფლება?

🎥 როგორ დავიკლოთ წონაში სწრაფად და მარტივად - დიეტა, რომელიც სვეტა ბაგდასაროვას 40 კგ-ის დაკლებაში დაეხმარა