Digest Logo

„დღეს, რომ ადამიანი გლდანის ციხიდან გაღიმებული გამოდის, ზუსტადაც „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა“ - რას წერს გიორგი აბდალაძე

1714030637
გიორგი აბდალაძე

წარსულში ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტოგრაფების საქმეზე გამართლებულმა ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თანამდებობა განცხადების საფუძველზე დატოვა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება მისთვის მიუღებელი იყო.

ამჯერად აბდალაძემ, მისი ციხეში ყოფნის პერიოდი გაიხსენა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ დღეს გლდანის ციხიდან გაღიმებული ხალხი გამოდის, რაც „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

„კარგად მახსოვს ის ჯოჯოხეთი და უსამართლობა, რასაც გლდანის ციხე ჰქვია. ყოველდღე ნაცემი პატიმრები, შეურაცხყოფები. ერთადერთი ნატვრა რაც იყო, როგორმე ცოცხალი გამოსულიყავი იმ ჯოჯოხეთიდან, სადაც ხდებოდა სხვისი ქონების წართმევა.

იმ პერიოდში საქართველო ლიდერობდა პატიმრების და ციხეში გარდაცვლილების რაოდენობით ევროპაში.

უამრავი დედა, რომელთაც ხელის გულზე ეწერათ ნომრები და თვეობით ელოდებოდნენ შვილთან შეხვედრას.

არცერთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციას ამაზე ხმა არ ამოუღია.

დღეს, რომ ადამიანი გლდანის ციხიდან გაღიმებული გამოდის, ზუსტადაც ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. 

რომ არა გაზეთი „ალია“, რედაქტორი გიორგი ბრეგვაძე და უამრავი ჟურნალისტი, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აპროტესტებდნენ უსამართლობას, ჩვენ იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდით, ისევე როგორც გლდანის ციხეში ნაწამები და მოკლული პოლკოვნიკი თეთრაძე და მრავალი სხვა ადამიანი“,- წერს აბდალაძე „ფეისბუკში“.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„როცა ჩემს პირად ცხოვრებაზე ვილაპარაკე, ისეთი ადამიანები მესროდნენ ქვას, ვისაც იგივე გავლილი აქვს“ – რუსუდან მუმლაძე

🎥 არსებობს თუ არა „სული“, რომელიც ნივთებს აადგილებს და როგორ უნდა განდევნოთ სახლიდან ბოროტი სული? - მამა საბა ჭიკაიძე მრევლის შეკითხვას პასუხობს

⭕„ოლი ვერ გავაღიმეთ“- ნუკი კოშკელიშვილი ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს