Digest Logo

ტორონტოს აეროპორტში თვითმფრინავი დაშვებისას ამოტრიალდა - არიან დაშავებულები

1739855018
 თვითმფრინავი დაშვებისას ამოტრიალდა

ტორონტოს აეროპორტში თვითმფრინავი დაშვებისას ამოტრიალდა, არიან დაშავებულები.

მედიის ცნობით,  დაშავებულია 15 ადამიანი. მათგან ერთი ბავშვი და ორი ზრდასრული მძიმედ არიან დაშავებულები.

ტორონტოს აეროპორტში განაცხადეს, რომ საგანგებო სამსახურები შემთხვევაზე მუშაობენ და დასძინეს, რომ ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დათვლილია.

თვითმფრინავი ტორონტოში აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისიდან მიფრინავდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ თვითმფრინავის ავარიულად დაშვების მიზეზი უცნობია, თუმცა შემთხვევა თოვლისა და ძლიერი ქარის დროს მოხდა.

თვითმფრინავში მყოფი 80-ვე ადამიანი ევაკუირებულია. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ზუსტად ერთი წელი გამარჯვებიდან - როგორ უმღერის ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს?

⭕„შვილ­მა უყუ­რა ამ სა­ში­ნე­ლე­ბას და ძა­ლი­ან მძი­მე ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია...მა­ხინ­ჯა­უ­რის ხი­დის ქვეშ რომ გავ­დი­ვართ იქ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ხე­დე­ბია და უთ­ქვამს აქ სუ­რა­თე­ბი გა­და­ვი­ღო­თო“ - რას ჰყვება ტრაგიკულად დაღუპული იურისტის მეგობარი?

🎥 „მხოლოდ ორი თვის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს...“ - ვინ არის ერთადერთი ქართველი ონკოპაციენტი, რომელიც სტივ ჯობსის პროგრამისთვის შეარჩიეს?