Digest Logo

ტრამპის გაპრეზიდენტება შეიძლება უკრაინაში ომის დასასრულის დასაწყისი იყოს - The Spectator

1730984963
აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა, შესაძლოა, უკრაინაში ომის დასასრულის დასაწყისი იყოს.

ამის შესახებ გამოცემა The Spectator წერს.

როგორც ბრიტანელი ისტორიკოსი და ჟურნალისტი ოუენ მეთიუზი წერს, თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შედგა, ის ვლადიმერ პუტინს უკრაინის უკვე დაკავებულ ტერიტორიაზე კონტროლის შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს. ანალიტოკოსი ამბობს, რომ მრავალი უკრაინელის აზრით, ეს იქნებოდა დასავლეთის მხრიდან ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა, რომელიც დასავლეთის მიმართ უნდობლობას გაზრდის. ამასთანავე, არსებობს მოსაზრება, რომ საბრძოლო მოქმედებების შეჩერება უკრაინას თავისი მომავლის შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს, ვიდრე მისი ინფრასტრუქტურამ და ეკონომიკის ზარალი კრიტიკული არ გახდა.

„ამ ეტაპზე საუბარია არა გამარჯვებაზე, არამედ გადარჩენაზე. დღეს აუცილებელია არა დაკარგული ტერიტორიისთვის მუდმივი ბრძოლა, არამედ იმის მიღწევა, რომ რუსეთი ჩვენთვის სამხედრო საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს“, - აცხადებენ უკრაინელი ექსპერტები.

ზოგიერთ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ამის მიღწევა მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი. დონალდ ტრამპი კონფლიქტის მალე დასრულების პირობას დებს. ის ამბობს, რომ პუტინზე და ზელენსკიზე ზეწოლას მოახდენს და კომპრომისის მისაღწევად 24 საათი სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მოლაპარაკებაზე უარს განაცხადებს, მაშინ ტრამპი უკრაინის მხარდაჭერას მნიშვნელოვნად გაზრდის.

მეთიუზი ვარაუდობს, რომ ტრამპის გამარჯვების შემდეგ რუსეთში ჯარი შეიძლება გააქტიურდეს, რათა ცეცხლის შეწყვეტამდე რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიკავონ.

„იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინის მიერ ყველა დაკარგული ტერიტორიის დაბრუნების შანსი ნულზე დაბალია, უკრაინისთვის დიდი განსხვავება არ ჰქონდა, ვინ გაიმარჯვებდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, საბოლოოდ ჰარისიც და ტრამპიც მეტ-ნაკლებად მსგავს შეთანხმებას გააფორმებდნენ. საუბარია უკრაინის დე ფაქტო, მაგრამ არა დე იურე გაყოფაზე დაპირისპირების ხაზის გასწვრივ და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს, რაც ნატოში სრულფასოვან გაწევრიანებას არ ითვალისწინებს. ტრამპსა და ჰარისის დაპირებებს შორის განსხვავება ისაა, რომ დონალდ ტრამპის მუქარა, რომ პუტინს სრული ძალით დაარტყამს, თუ ის სამხედრო აგრესიას არ დაასრულებს. ბევრად უფრო მაღალ ნდობას იმსახურებს, ვიდრე კამალა ჰარისის ცარიელი დაპირებები“, - წერს ბრიტანელი ჟურნალისტი ოუენ მეთიუზი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ამასობაში კარლოსმა ქართულიც დახვეწა“ – რა ვიდეოს აქვეყნებს სოფი ლორენის ქართველი რძალი?

🎥 „არ არის სასურველი ფულის გასესხება“ - 7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

⭕„ხელოვნების შედევრი“ - მეგი გოგიტიძის ახალმა ფოტოებმა სოცქსელი დაიპყრო