ქართველი მუსიკოსი მეგი გოგიტიძე, რუსეთში აქტიურად მოღვაწეობს და კონცერტებს მართავს სხვადასხვა ქალაქში. ამის გამო იგი, არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი სამშობლოში. იყო შემთხვევა, როდესაც მას კონცერტიც კი გაუუქმეს. რაც შეეხება მეგის დამოკიდებულებას კრიტიკის მიმართ, მან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი განმარტება ამ თემაზე:
„ვინც არ იცის იმათთვის. უკვე წლებია რუსეთში ვმოღვაწეობ. მრავალი კონცერტი ჩავატარე ამ წლების მანძილზე დიდ საკონცერტო დარბაზებში და კლუბებში. ის ტყუილია რასაც ავრცელებენ, რომ თურმე ახლა მიმიწვიეს და დიდ ჰონორარებს შემპირდნენ. და კიდევ ბევრმა ბევრი ტყუილი თქვა...
იყოს ისე როგორც თქვენ გინდათ... მე კი ვიქნები ისე როგორც მე მინდა. ჯობდა ვამპირებს არ დამსგავსებულიყავით (იმას ვისაც ეკუთვნის) მე ჩემს გვერდზე თემას ვხურავ..!!!
მგონი კიდევ ვერ იაზრებთ ახლა რას დაეტაკეთ. დრო გაჩვენებთ თქვენ, ნამდვილ მოღალატეებს და ნამდვილ სამარცხვინო ადამიანებს. თქვენ არ გიცნობთ მე… და არც მინდა გიცნობდეთ… ამ ყველაფრის ნიშანს ღმერთი მოგვცემს… იყოს ნება ღვთისა… მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის… ამინ“, - აღნიშნა მომღერალმა.
ამჯერად მან სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გაუზიარა გამომწერებს, სადაც ვინტაჟური კაბა მოირგო და პოზირებს.
„საოცარი გოგო!“,
„ხელოვნების შედევრი“,
„უსაყვარლესო“,
„შეუდარებელი ხარ“,
„რა ლამაზი ხარ“,
„სიტყვები ზედმეტია“, - წერენ კომენტარებში.
ნახეთ ფოტოები 👇
ცნობისთვის, მომღერალს ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ამასობაში კარლოსმა ქართულიც დახვეწა“ – რა ვიდეოს აქვეყნებს სოფი ლორენის ქართველი რძალი?
🎥 „არ არის სასურველი ფულის გასესხება“ - 7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის