Digest Logo

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი რობერტ ბენტონი გარდაიცვალა

14 მაისი 10:54
ცნობილი ამერიკელი რეჟისორი რობერტ ბენტონი  გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, რობერტ ბენტონი, რომელმაც ფილმისთვის „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ ოსკარი მიიღო, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ nbcnews იუწყება.

40-წლიანი კარიერის განმავლობაში რობერტ ბენტონი 6-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე და სამჯერ გამარჯვებული გახდა. მან ოსკარი მიიღო ფილმის, „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ სცენარისა და სარეჟისორო ნამუშევრისთვის და როგორც რეჟისორმა ფილმისთვის „ადგილი გულებში“.

როდესაც ბენტონს ერთ-ერთ ინტერვიუში 1998 წელს ჰკითხეს, რას ნიშნავს მისთვის ოსკარის დაჯილდოების ცერემონია? მან უპასუხა:

„როდესაც მიდიხარ დაჯილდოების ცერემონიაზე და ნახულობ ადამიანებს, ვისთანაც ზოგთან გიჩხუბია, ზოგი შენი ახლო მეგობარია, ზოგი ათი წელი არ გინახავს, ზოგიც ორი დღის წინ ნახე, ხვდები, რომ ეს არის შენი ოჯახი, ეს არის შენი სახლი. და სახლი არის ის, რასაც მთელი ცხოვრება ვეძებდი“, - განაცხადა რობერტ ბენტონმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „როცა თაყვანისმცემლები გაწუხებენ“ - Geo Team გიორგი ჩაკვეტაძის მხიარულ ვიდეოს აქვეყნებს

⭕„ეს ჩვენი სიყვარულის ულამაზესი დაგვირგვინებაა, ვემზადები ცხოვრების ახალი ეტაპისთვის“ - როგორ ემზადება მარიამ ელიეშვილი დედობისთვის

⭕„მოსალოდნელია სიურპრიზები, შეიძლება მიიღოთ ზარი ან სიახლე, რაც გაგაკვირვებთ“ - 14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან