Digest Logo

თვითმფრინავი, რომელიც პოლონეთიდან ეგვიპტეში მიფრინავდა, კატასტროფას ბეწვზე გადაურჩა

1752218490
თვითმფრინავი, რომელიც პოლონეთიდან ეგვიპტეში მიფრინავდა, კატასტროფას ბეწვზე გადაურჩა

ავიაკომპანია Skyup Europe-ის თვითმფრინავი Airbus A321-200N  პოლონეთის ქალაქ რიაშევის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ ძლიერი სეტყვის ზონაში მოხვდა.

თვითმფრინავს წინა მინა და ცხვირი დაუზიანდა.

ამის შესახებ noi.md იუწყება.

თვითმფრინავი პოლონეთიდან ეგვიპტეში მიფრინავდა. ეკიპაჟმა ავარიული დაფრენის გადაწყვეტილება მიიღო და კატოვიცესკენ გაფრინდა, რაც ყველაზე ახლოს მდებარე აეროპორტი იყო. პილოტების პროფესიონალური მოქმედების შედეგად დაფრენამ ექსცესების გარეშე ჩაიარა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

მგზავრები ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ-შეიხში სხვა თვითმფრინავით გაფრინდნენ.  

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ვინ არ უნდა მიიღოს დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის არის კარგი დასვენება? - 11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕„გავიზარდე, ვითომ?“ - მანუ მურღულია იუბილარია

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით