
ვატიკანში, ახალი პაპის არჩევის დღეს, რომელიც 7 მაისს დაიწყება, მობილური კავშირგაბმულობის ყველა საშუალება იქნება გათიშული.
ამის შესახებ CNN იუწყება.
საიდუმლო კონკლავი, რომელზედაც პაპი უნდა აირჩიონ, სიქსტეს კაპელაში გაიმართება. შენობის გარშემო სპეციალური ჩამხშობი საშუალებები დამონტაჟდება, რათა ელექტრონული მიყურადების შესაძლებლობა და კონკლავს გარეთ კავშირი გამოირიცხოს.
133-მა კარდინალმა ხმა უნდა მისცეს რომის პაპის ახალ კანდიდატურას, რომელიც ფრანცისკეს მემკვიდრე გახდება და სათავეში ჩაუდგება 1,4 მილიარდ კათოლიკეს. ყველა კარდინალი რომში უკვე ჩავიდა. კონკლავის დაწყებისას, ყველა კარდინალმა მობილური ტელეფონები და სხვა, ელექტრონული საშუალებები უნდა ჩააბარონ და მათ უკან, მხოლოდ, კონკლავის დასრულების შემდეგ მიიღებენ. ასევე, მათ სრული საიდუმლოების დაცვის აღთქმა აქვთ მიცემული და მას კონკლავის მიმდინარეობისას იცავენ. ვიდრე რომის პაპის არჩევა არ მოხდება, ვერც ერთი კარდინალი სიქსტეს კაპელას ვერ დატოვებს.
იგივე ზომები მიღებული იყო 2013 წელს, როდესაც პაპის, ფრანცისკეს არჩევა მოხდა.
რომის პაპად არჩევის ყველაზე დიდი შანსი აქვს ვატიკანის მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის, ასევე, კარდინალს მატეო ზუპის და კარდინალს ლუის ანტონიო ტაგლეს. ტაგლეს არჩევის შემთხვევაში, ის იქნება ვატიკანის ისტორიაში მონღოლოიდური რასის პირველი წარმომადგენელი, პაპის თანამდებობაზე. ლუის ანტონიო ტაგლე წარმოშობით ფილიპინებიდან არის.
ვინც არ უნდა იყოს, პაპად არჩევის ყველაზე რეალური კანდიდატი, არავინ იცის, საბოლოოდ როგორ გადაწყდება ეს საკითხი და ვის მიანიჭებს კარდინალთა კონკლავი უპირატესობას.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სამძიმრის წერილს აქვეყნებს
🎥 იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ ბრალდებულ ი.გ.-სთან დაკავშირებით ვიდეომასალას ასაჯაროებს
🎥 რიანა მესამე შვილს ელოდება - მომღერალმა „მეტ გალაზე“ პირველად გამოაჩინა მუცელი