ფრანგი კინო ვარსკვლავი ვენსან კასელი მალე მეოთხე შვილის მამა გახდება.
ინფორმაციას MIRROR-ი ავრცელებს.
57 წლის მსახიობის მეგობარი გოგონა 27 წლის ავსტრალიელი მოდელი ნარა ბაპტისტაა, რომელთან ერთადაც წელიწადზე მეტია არის. რამდენიმე კვირის წინ, რაც ვინსენტმა და ნარამ ერთი წლის იუბილე აღნიშნეს, მოდელმა ინსტაგრამზე გამოაცხადა, რომ ისინი ბავშვს ელოდებიან.
მან გაავრცელა ფოტო შავ კაბაში, სადაც ჩანს მისი პატარა მუცელი და კიბის წინ პოზირებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში მან დაწერა, რომ ფოტოები „ბებიამ“ გადაიღო და დაამატა წარწერა, რომელიც თავდაპირველად პორტუგალიურად იყო დაწერილი: „დედა გელოდება“.
ვინსენტმა კი უპასუხა კომენტარში: „გამიმართლა, რომ ჩემს ცხოვრებაში ხარ“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ უნდა მოვიქცეთ 18 სექტემბრიდან, მთვარის დაბნელების პერიოდში? - ანზორ ოდიშარიას რჩევები