Digest Logo

Victoria's Secret-ის მოდის ჩვენება ლოკაციას იცვლის: ყველაფერი, რაც 2026 წლის შოუმდე უნდა ვიცოდეთ

1784309645
Victoria's Secret

Victoria's Secret-ის 2026 წლის მოდის ჩვენებას რამდენიმე თვეში ვიხილავთ. თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, იგი ამჯერად ნიუ-იორკში არ ჩატარდება. ქალის თეთრეულის მწარმოებელმა გიგანტმა 16 ივლისს განაცხადა, რომ 2026 წლის პოდიუმის გრანდიოზული სანახაობა ლოს-ანჯელესში გადაინაცვლებს.

როგორც ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, დროა, „ანგელოზებმა“ „ანგელოზების ქალაქი“ კვლავ დაიპყრონ. ამ შოუს ლოს-ანჯელესმა ბოლოს 2007 წელს უმასპინძლა.

„წელს ჩვენ შოუს გლამურის, დიდებისა და ლეგენდების სამშობლოში გადავიტანთ“, - აღნიშნავს ბრენდი Instagram-ზე.

ამიტომ, დრამატული, ექსტრავაგანტური და კიდევ უფრო მეტი ვარსკვლავით დახუნძლული ჩვენებისთვის მოემზადეთ.

მზადება Victoria's Secret-ის 2026 წლის მოდის ჩვენებისთვის წელს საკმაოდ ადრე დაიწყო. ღია კასტინგები ლოს-ანჯელესში, მაიამიში, ტეხასსა და ჩიკაგოში ჩატარდა. ამით მომავალ „ანგელოზებს“ შოუში მოხვედრისა და IMG Models-თან კონტრაქტის გაფორმების შანსი მიეცათ.

აპრილიდან ივნისის ჩათვლით ათასობით მოდელმა საკუთარი შესაძლებლობები ჟიურისა და ბრენდის მუდმივი სახეების წინაშე გამოცადა. მათ შორის იყვნენ ჯიჯი ჰადიდი, პალომა ელსესერი, ეშლი გრემი და ალექს კონსანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ეს ფაქტი ბავშვის დაბადების პირველ დღეებში არ უნდა გამოგრჩეთ - მეცნიერების გაფრთხილება

🎥 „იქ ვინც შევა, ალბათ თავი არ უყვარს... ცხრაჯერ აღემატება მზის პიკურ ულტრაიისფერ სხივებს“ - ზაზა თელია სოლარიუმზე

⭕ „ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის მთავარი სახე და სიმბოლოა“ - ფერნანდო მორიენტესი

წყარო: www.beaumonde.ge