Digest Logo

ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა

1720173731
ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ორბანის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„სამშვიდობო მისიის ფარგლებში, პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. მთავრობის მეთაური შეხვდება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კრემლის ლიდერის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პუტინს 5 ივლისს დატვირთული სამუშაო გრაფიკი ექნება. ამასთან, კრემლის წარმომადგენელმა ორბანთან შესაძლო შეხვედრის შესახებ კითხვაზე პასუხი არ გასცა.

შეგახსენებთ, მანამდე კი, ვიქტორ ორბანი კიევში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „სატანური დღეებია, მიდის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ენერგიებს შორის, რაც დედამიწაზე მოდის“ - შაბათ-კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის მიხეილ ცაგარელისგან

🎥 „საკმაოდ დატვირთული დღეა, ენერგია ნულზეა, ფულის სესხება-გასესხება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება“ - რას ამბობს ხათუნა ნოელი

🎥 „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე“ - 5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის