რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი კომატოზური მდგომარეობიდან გამოვიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიასაშუალება წერს, რომ ჟირინოვსკის მდგომარეობაში დადებითი დინამიკა შეინიშნება.
„დღეს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია პოლიტიკოსის მდგომარეობის დამძიმების შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლიბერალ-დემოკრატიული პარტია ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. პარტიაში აცხადებენ რომ გავრცელებული ინფორმაცია სპეკულაციაა და ის აგრძელებს პარტიის ხელმძღვანელობას.
ამასთან, ჟირინოვსკის შვილმა მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამდე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. „უბრალოდ იცოცხლე“, - წერდა ჟირინოვსკის შვილი.
შეგახსენებთ, 9 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟირინოვსკი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ჟირინოვსკის დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵როგორ ეხმაურება ქეთა თოფურია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს
🔵„ამ საერთო ემოციების ფონზე, რაგბის თამაში ჯობია მართლა გადაიდოს“ - რას წერს ნოე სულაბერიძე