Digest Logo

🎥 „ვერ ვღალატობ იმერლებს და ჩემ ბებიებს“ - გაიცანით ზესტაფონში პირველი ქალი ავტობუსის მძღოლი

1783674734
ნატალია კიკნაძე

ზესტაფონში პირველმა ქალმა ავტობუსის მძღოლმა ნატალია კიკნაძემ, გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საყვარელ პროფესიაზე, იმერლების სითბოსა და ბავშვობაზე ისაუბრა:

„ასე მგონია ავტობუსთან ერთად დავიბადე. დღეს ზესტაფონში პირველი ავტობუსის მძღოლი ქალი გახლავართ. დედულეთია ცემი, ცემი საყვარელი ქალაქია. მთელი ბავშვობა კარგი მოგონებები მაკავშირებს. 14 წლის უკან აღმოვაჩინე, რომ შემეძლო ვყოფილიყავი პროფესიონალი მძღოლი. ხმამაღალი ნათქვამია ალბათ, მაგრამ მაქვს ჩემი თავის იმედი. გადავწყვიტე მომსახურება გამეწია ჩემი საყვარელი იმერლებისთვის, განსაკუთრებით ზესტაფონელებისთვის. 

თბილისში გავიზარდე, თუმცა სიყვარულმა დამაბრუნა. ვერ ვღალატობ იმერლებს და ჩემ ბებიებს. ბედნიერი ვარ რომ ზესტაფონი ცოტათი გავახალისე. მე ვგრძნობ ამ ბედნიერ სახეებს. დილიდან იწყება ხოლმე დალოცვებს. ვგრძნობ რომ ვაბედნიერებთ ერთმანეთს. ძალიან თბილები არიან“, - ამბობს ნატალია კიკნაძე.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ტაქტის „ჭარბი” გრძნობა: ანუ ზოდიაქოს 3, ყველაზე თავხედი ნიშანი

⭕ „საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე“ - რა კადრებს აქვეყნებს გიორგი ნიკოლავა მაღალმთიანი აჭარიდან

⭕ „თუ ყოველ ჩასუნთქვაზე და ყოველ ამოსუნთქვაზე, ქრისტესთან შეხვედრას ელოდება...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე