დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„მამაო, ნუთუ დროებით გაგვახარე შენი გამოჯანმრთელებით?! მშვიდობით, ჩვენო გულიანო და სიყვარულის მოძღვარო...
გარდაიცვალა, მამა თეიმურაზ ქორიძე. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, საცა მართალნი განისვენებენ!“ - წერს ნათია სვანიძე-ხარზიანი.
ცნობილია, რომ გასულ წელს, კლინიკაში ფილტვების მძიმე დაზიანებით მოხვდა და ერთი თვის მანძილზე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თუმცა, მაშინ სასწაული მოხდა და მამაო თავის საქმიანობასაც დაუბრუნდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: