Digest Logo

„ამ საერთო გამარჯვების ფონზე განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა „ნაცმოძრაობის“ ანტიქართული ხასიათი, როდესაც ევროპის შუაგულში ისინი საკუთარი ქვეყნის ევროპული ოჯახიდან ამორიცხვას ითხოვდნენ“ - დავით მათიკაშვილი

1719734844
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი

„ამ საერთო გამარჯვების, ქვეყნის სიხარულის ფონზე განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა „ნაცმოძრაობის“ ანტიქართული ხასიათი, როდესაც ევროპის შუაგულში ისინი საკუთარი ქვეყნის ევროპული ოჯახიდან ამორიცხვას ითხოვდნენ“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამით კიდევ უფრო გამოიკვეთება ის, თუ ვის არ უნდა მისცეს ქართველმა ხალხმა არჩევნებზე ხმა.

„სამწუხაროდ, სრულიად საქართველო გახდა მოწმე იმ ღალატის, რომელსაც ამ საქმეში გაწაფული კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მუდმივად ჩადიოდა, მაგრამ, ამ საერთო გამარჯვების, ქვეყნის სიხარულის ფონზე განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა „ნაცმოძრაობის“ რეალური სახე, მათი ანტიქართული ხასიათი, როდესაც ევროპის შუაგულში ისინი საკუთარი ქვეყნის დასანქცირებას, ევროპული ოჯახიდან ამორიცხვას ითხოვდნენ და კოლეგებს პირადი სანქციებით ემუქრებოდნენ. ამ მიდგომით კიდევ უფრო გამოიკვეთება ის, თუ საბოლოო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა ვის არ უნდა მისცეს ხმა“, - აღნიშნა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს, თუმცა, მათი ინიციატივა ჩავარდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕საქართველო ესპანეთის მატჩის ღია ჩვენებისთვის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ემზადებიან

⭕გერმანიისკენ ბოლო ჩარტერული რეისი გაფრინდა - ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად 10 000 ქომაგი ისევ სტადიონზე შეიკრიბება

⭕„შეძელით ლამაზი, რომანტიკული, ლაღი ფეხბურთი გეთამაშათ, სწორედ ის, რაც ასე გვენატრებოდა ყველას“- გოგა ჩანადირი ჩვენს ფეხბურთელებზე