Digest Logo

„არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია გაერთიანდება თუ არა, როდესაც ხარ მავნებელი, რადიკალი, შესაბამის პასუხს საზოგადოება ყოველთვის გაგცემს“ - კახა კალაძე

1720429577
კახა კალაძე

თბილისის მერი წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებას მედიასთან გამოეხმაურა.

კახა კალაძის განმარტებით, მათ ერთად დაჯგუფებას არსებითი მნიშვნელობა არ ექნება.

„რეალურად, ეს ერთი დაჯგუფებაა, ერთი პატრონი ჰყავთ. შეიძლება, სხვადასხვა სახელებით გამოდიან, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისევე როგორც, მათ გაერთიანებას. რადიკალები ყოველთვის მარცხისთვის იქნებიან განწირულები. 2012 წლიდან ეს ადამიანები აჯანჯღარებენ ჩვენს ქვეყანას, ცდილობენ ყველაფერი ცუდის შემოტანას - საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩას. ცხადია, ასეთი ქმედებები მარცხისთვისაა განწირული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ოპოზიციას საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში, როდესაც აცხადებენ, რომ პარტიაში ახალი სახეები ჰყავთ.

„ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს ახალი პოლიტიკური სახეები ჰყავთ, თუმცა ეს ადამიანები დავიწყებული, ძველი სახეები, „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული რადიკალები არიან. „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი არ იყო. იმ ადამიანებისგან შედგებოდა, ვინც თავი დაგვამახსოვრა თავისი ბინძური ქმედებებით, გვარამია, ბოკერია, მელია და ა.შ.

შესაბამისად, საზოგადოებამ კარგად იცის ყველაფერი, რაც არ უნდა გაერთიანდნენ, დაიშალონ, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტული პარტიები საარჩევნოდ გაერთიანდებიან თუ ცალ-ცალკე იქნებიან. როდესაც ხარ მავნებელი, რადიკალი, შესაბამის პასუხს საზოგადოება ყოველთვის გაგცემს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გამიკვირდა, რომ რონალდომ თამაშში ჩემთან კონტაქტზე დაიწყო აპელირება” - რას ჰყვება ლუკა ლოჩოშვილი

„თუ გინდა, რომ პარტნიორმა არ გიღალატოს, არსებობს პატარა საიდუმლოებები...“ - რას ამბობს ანზორ ოდიშარია

„ან როცა ადამიანებს ვაქებთ მაშინ დავფიქრდეთ, ან როცა ვლანძღავთ მაშინ, ყველას მოსაწონი მოსაზრებები არ არსებობს“ - გოგა ჩანადირი