„დღევანდელ აქციაზე ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. უფრო მნიშვნელოვანია აქციების განგრძობადობა, წინააღმდეგობის ხარისხი და ორგანიზატორების პრინციპულობა“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, საქართველოში დამყარდა დიქტატურა.
„ახლა ხალხი ძალიან გაბრაზებულია. გადაიზრდება თუ არა ეს გაბრაზება მძლავრ საპროტესტო მოძრაობაში, დამოკიდებულია პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო სექტორის ლიდერობაზე და თანმიმდევრულობაზე.
მსოფლიოში ყველა, ვინც თვალს ადევნებს საქართველოს, ერთი მხრივ, გაოგნებულია არჩევნების მოპარვის თავხედურობით, მეორე მხრივ, ელოდება იმას, აღმოაჩნდება თუ არა ქართველ ხალხს წინააღმდეგობის უნარი.
ჩვენდამი მხარდაჭერა სწორედ ამაზეა დამოკიდებული. მთლიანობაში, ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ჩვენი მომავალი მთლიანად ჩვენს ხელთაა.
ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ არა მხოლოდ არჩევნები მოიპარეს, არამედ საქართველოში დამყარდა დიქტატურა, რომელიც ახლა გაყურსული ელოდება იმას, რომ ქართველებმა შეირგონ „ახალი რეალობა“ და შემდეგ აპირებს, საბოლოოდ მოამთავროს დარჩენილი თავისუფლებები და განახორციელოს მასობრივი რეპრესიები. ასევე, მზადდება საქართველოს დიდი ეთნიკური წმენდა, კიდევ მილიონამდე ადამიანის იძულება, დატოვონ ქვეყანა.
ჩვენ ძალიან ბევრი დრო არ გვაქვს. რა თქმა უნდა, გვჭირდება მოთმინებაც, მაგრამ მოთმინებაზე მეტად გვჭირდება აგრესიული წინააღმდეგობა უკვე დე ფაქტო დამყარებული დიქტატურისადმი. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მანამ, სანამ შევძლებთ და შემდეგ იმდენი, რამდენიც საჭირო გახდება!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება!