„გუშინ, რადიკალურმა ჯგუფებმა, გულწრფელ ახალგაზრდებს ღამე გაათენებინეს - თვითონ კი სახლში წავიდნენ და ვერც კომიტეტის სხდომაზე მოსვლა გაბედეს. დღეს მათ სხდომის ჩაშლა გადაწყვიტეს, მაგრამ არ გამოუვიდათ და არ გამოუვათ. 1 კვირაა უნივერსიტეტებსა და სკოლებში ტოტალური ბულინგის მცდელობაა, ჩვენ კი, სტუდენტებთან და მოსწავლეებთან აქტიურ კომუნიკაციას ვაგრძელებთ“ , - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 3 კვირა გავიდა, რაც ილიას სიტყვები - „მამული, ენა და სარწმუნოება“ შეცვალეს - ჩვენ კი, ვცდილობთ თითოეულ ამ იდეალს ყოველდღიურობით ვემსახუროთ;
„1 კვირაა უნივერსიტეტებსა და სკოლებში ტოტალური ბულინგის მცდელობაა, ჩვენ კი, სტუდენტებთან და მოსწავლეებთან აქტიურ კომუნიკაციას ვაგრძელებთ. 1 კვირაზე მეტია, რაც პარლამენტის სასახლეზე თავდასხმა მიიტანეს - „ქართული ოცნება“ კი, კანონპროექტს შინაარსობრივად განიხილავს;
2 კვირაა ვიზალიბერალიზაციაზე საზოგადოებას ატყუებენ, ჩვენ კი - 9 ნაბიჯის შესრულებაზე ვმუშაობთ.
3 კვირაზე მეტი გავიდა, რაც ელისაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უკადრებელი აკადრებინეს და შემდეგ არც ერთ მათგანს არ დაუგმია მისი ეს ქმედება - ჩვენ მათგან ესეც არ გვიკვირს;
1 თვეა პიკეტირებებს გეგმავენ და შემდეგ გარბიან, ჩვენ - სიმართლეს მიტანას ვცდილობთ თითოეულ მოქალაქემდე;
1 თვეზე მეტია პოლიციელებს, საჯარო მოხელეებს, ჟურნალისტებს, სპორტსმენებსა და მომღერლებს აბულინგებენ, ხელისუფლება - თითოეულ მათგანს გულშემატკივრობს;
თვეებია საქართველოს დასანქცირებას ითხოვენ, მმართველი პარტია კი, სუვერენიტეტს იცავს;
1 წელია ქართულ კანონს „რუსულს კანონს“ ეძახიან, ხელისუფლება კი, გამჭვირვალობის უზრუნველყოფს;
1 წელზე მეტია საქართველოს ევროკავშირში რეალურ წინსვლას მტრობენ, ჩვენ ამ გზაზე კანდიდატის სტატუსიც მოვიპოვეთ;
2 წელია საკუთარ ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში ადანაშაულებენ, ჩვენ ეს მითიც ჩამოვშალეთ“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
მისი თქმით, წლებია, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ შეურაცხყოფას აყენებს ეკლესიას, ტრადიციებს, საქართველოსა და მის ღირსეულ მოქალაქეებს, რაზეც ყოველ ჯერზე შესაბამის პასუხს იღებენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში არეულობას ვერასდროს ვეღარ მოაწყობს და მათი სამარკო ნიშანი - არეულობა და დესტაბილიზაცია ისევ „წარმატებულად“ დაიტოვეს ოპოზიციაშიც. არც გიორგი ვაშაძე ჩამორჩა და პირველი ამრევი, პირველია ხოლმე, ვინც სიტუაციას ეხსნება.
ბექა ყორშია ისევ აქტიურად აგრძელებს რეკვას, მაგრამ ბოლო დღეებია სულ სხვაგან ხვდება. საბა ბუაძეს კი, ალბათ საერთოდ ჰგონია, რომ ახლა სიტყვით სახლიდან გამოვდივარ .
„ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოსთვის გათენებაც კი არ შეუძლია. საბედნიეროდ, ჩვენმა ბევრმა მოქალაქემ, მათ შორის ახალგაზრდამ, ამ ყველაფერში უკვე გამხილათ.
მჯერა, ასე გაგრძელდება მომავალშიც!
29 აპრილს, 200 000-ზე მეტმა ჩვენმა მხარდამჭერმა დაიცვა საქართველოს მშვიდობიან მომავალი. „ქართული ოცნება“ გულწრფელი ახალგაზრდებისთვის და მათთან ერთად, გააგრძელებს საქართველოს მშვიდობიან, ევროპულ განვითარებას!“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: