Digest Logo

ირაკლი კობახიძე: ყველა აცნობიერებს, რომ საჭიროა საუბარი საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან და, ალბათ, ამის გამოხატულებაა ის, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან

1747412702
ირაკლი კობახიძე

„ყველა აცნობიერებს იმას, რომ საჭიროა საუბარი საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან და, ალბათ, ამის გამოხატულებაა ის, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ალბანეთში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში მონაწილეობს.

პრემიერის თქმით, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროპისთვის და კონკრეტულად ევროკავშირისთვის.

„იყო გარკვეული შეზღუდვა კომუნიკაციაში, როგორც ჩანს, მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროპისთვის, კონკრეტულად ევროკავშირისთვის. რეგიონში ჩვენი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში, ყველა აცნობიერებს იმას, რომ საჭიროა საუბარი საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან და, ალბათ, ამის გამოხატულებაა ის, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან“, - განაცხადა პრემიერმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 21-წლიანი პაუზის შემდეგ მელ გიბსონი „ქრისტეს ვნებანის“ მეორე ნაწილის გადაღებებს აანონსებს

⭕„გზავნილი ღამით - როდესაც შიში გიპყრობს, შეჩერდი, ღრმად ჩაისუნთქე და ამოისუნთქე“ - რას წერს თაკო მელიქიშვილი

⭕„17-18 მაისი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გავიაროთ...“ - ქეთი ოდიშელი საზოგადოებას აფრთხილებს!