Digest Logo

კახა კალაძე: სახელმწიფო უნდა სახელმწიფობდეს და ყველა ინსტიტუტი მუშაობდეს გამართულად

1738674249
კახა კალაძე

„სახელმწიფო უნდა სახელმწიფობდეს და ყველა ინსტიტუტი მუშაობდეს გამართულად“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

მისი თქმით, პოლიციის დისკრედიტაცია და სამართალდამცველების შეურაცხყოფა მიუღებელია.

„სახელმწიფო უნდა სახელმწიფობდეს და ყველა ინსტიტუტი მუშაობდეს გამართულად. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მივესალმებით, რადგან ის, რაზეც ვსაუბრობთ - პოლარიზაცია, დაპირისპირება, ექსტრემისტული ორგანიზაციები, მიზანმიმართულად მიმდინარეობს თუნდაც პოლიციის დისკრედიტაცია, თეთრზე გეუბნებიან, რომ შავია; პირდაპირ ეხებიან პოლიციას, აყენებენ სიტყვიერ, ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, კანონმდებლობის გამკაცრება ამ მიმართულებით მისასალმებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, ვინც თქვენი მეორე ნახევარი გახდება“ - 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕„ეს იარაა ჩემს ცხოვრებაში, რომელიც ალბათ, არასდროს მომიშუშდება... 2 წლის განმავლობაში ხმა არ ამომიღია“ - დათო კენჭიაშვილი ოჯახის ტრაგედიაზე

⭕„ეს ჩემი სამშობლოს გადარჩენის ბრძოლა არ იყო... დედაჩემი პატივს სცემს ჩემს აზრს, და მე მისას, არავის აქვს უფლება, ჩემით დედაჩემს ებრძოლოს“ - პასუხი ნანკა კალატოზიშვილსა და ეკა დემეტრაძეს