Digest Logo

ლევან მაჭავარიანი: ბატონი როთის უტაქტო განცხადებებს უკვე მიჩვეულები ვართ, ჩვენი მხრიდან მას არავინ ელოდება

1726572350
ლევან მაჭავარიანი

„მსუბუქად რომ შევაფასოთ, ბატონი როთის უტაქტო განცხადებებს ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოში მიხაელ როთის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ვიდრე როთი ბოდიშს არ მოიხდის, დღის წესრიგში ვერ დადგება მასთან ვერანაირი ტიპის შეხვედრა.

„მსუბუქად რომ შევაფასოთ, ბატონი როთის უტაქტო განცხადებებს ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ. ჩვენი მხრიდან მას არავინ ელოდება და მასთან შეხვედრას არ აპირებს. ჩამოდის, რომ შეხვდეს რადიკალურ „ენჯეოებს“ და ოპოზიციას.

არაერთგზის განვაცხადეთ, სანამ გულწრფელ ბოდიშს არ მოიხდის, იმ შეურაცხმყოფებთან დაკავშირებით, რაც მიაყენა ჩვენს საზოგადოებას, ქართველებს, ჩვენს ეკლესიას, მანამდე დღის წესრიგში ვერ დადგება მასთან ვერანაირი ტიპის შეხვედრა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „რთული დღეა...“ - 17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან - რა უნდა გაითვალისწინოთ მთვარის დაბნელების პერიოდში?

🎥 როგორ უნდა მოვიქცეთ 18 სექტემბრიდან, მთვარის დაბნელების პერიოდში? - ანზორ ოდიშარიას რჩევები

🎥 „არ აიღოთ ზედმეტი ვალდებულებები... გამოდით კომფორტის ზონიდან...“ - 17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან