
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გარე აქტორები ცდილობენ, „ლელო“ და გახარიას პარტია გამიჯნონ „ნაცმოძრაობისგან“ და ახლა ეს სპექტაკლი მიმდინარეობს.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, „ნაცმოძრაობაზე“ ვერ აკეთებენ ფსონს, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ წაუშალეს წარსული, რაც მათ მოჰყვებათ და ვერც წაუშლიან ვერასდროს.
„როგორი ინსტრუქციაც მოდის იმ ვერტიკალიდან რომელი ვერტიკალიდანაც ეს 4-ვე რადიკალური პარტია იმართება, ზუსტად ამ ინსტრუქციას უნდა მიჰყვნენ ისინი. შიდა პაექრობა არის, რა თქმა უნდა, ვინაიდან შიდა კონკურენცია არსებობს. 4-ვე რადიკალურ პარტიას, რა თქმა უნდა, სურს იყოს ფავორიტი გლობალური ომის პარტიისთვის.
ვხედავთ, როგორი რებრედინგის პროცესი მიდის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“, ამ გარე აქტორების მხრიდან. ისინი ცდილობენ, „ლელო“ და გახარიას პარტია გამიჯნონ „ნაცმოძრაობისგან“. ისინი კარგად ხვდებიან იმას, რომ წინა არჩევნებზე ხალხს რომ შეასაღეს ვითომ პარტია „ახალი“, ეს ხალხმა არ მიიღო და რა თქმა უნდა, ყველა ხვდება, ერთი და იმავე ძალაზე არის საუბარი.
„ნაცმოძრაობაზე“ ვერ აკეთებენ ფსონს, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ წაუშალეს ის წარსული, რაც მათ მოჰყვებათ და ვერც წაუშლიან ვერასდროს. აქედან გამომდინარე, ამ 2 პარტიაზე გააკეთეს ფსონი და ცდილობენ, რაღაცნაირად გამიჯნონ და მიმდინარეობს ეს გამიჯვნის სპექტაკლი“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გამარჯვების შემდეგ დასვენების დროა“ - ილია თოფურია მეუღლესთან ერთად მოგზაურობს
⭕ „კაი ბალღია, როგორც მამაჩემი იტყოდა“ - ნინი შერმადინი შვილის ფოტოს აქვეყნებს