
ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. იგი ხშირად გვიზიარებს როგორც პროფესიული, ასევე პირადი ცხოვრების საინტერესო მომენტებს.
ამჯერად ნინიმ სოციალურ ქსელში, ქალიშვილის, მარიამ ციცაგის ფოტოები გამოაქვეყნა.
„კაი ბალღია. როგორც მამაჩემი იტყოდა, „მშვენიერდება და ლამაზდება ჩვენი ლალა“, - წერს მომღერალი ფოტოზე.
მომღერალი ნინი შერმადინი საზოგადოებისთვის ცნობილი წლების წინ გახდა, როცა ის მონაწილეობას არაერთ პოპულარულ მუსიკალურ შოუში იღებდა. მას შემდეგ ნინის კარიერა თუ პირადი ცხოვრება მუდმივად ინტერესის საგანს წარმოადგენს.
განსაკუთრებული პოპულარობა ნინიმ 2003 წელს მოიპოვა, როცა მონაწილეობა მიიღო პროექტში „ნუცას სკოლა“. იურმალაში, „ახალ ტალღაში“, მონაწილეობის შემდეგ პირველი ქართველი გახდა, რომელმაც ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი ბერძნულ X Factor-შიც მონაწილეობდა, სადაც მე-2 ადგილი დაიკავა და საბერძნეთში საკმაოდ პოპულარული გახდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: