„წაგებული ომის შემდეგ ფაქტობრივად ყველა სტრატეგიული ობიექტი რომ გადაუფორმეს რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს, ზუსტად ეს ნიშნავს რუსეთის გავლენების გაზრდას საქართველოში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს იმის შესახებ, თითქოს „ქართული ოცნება“ რუსეთის საქმეს აკეთებს.
დეპუტატი ოპონენტების ბრალდებებს, ბინძურ პროპაგანდას უწოდებს და ოპოზიციის მიერ გაკეთებულ რუსულ საქმეებზე საუბრობს.
„რუსეთს რომ ტერიტორიები გადააბარეს და შემდეგ უკაცრავად ჟარგონისთვის და რომ „გაუპრავეს“ ეს ყველაფერი რეზოლუციებით და ტალიავინის დასკვნით, ამის შემდეგ კი რუსეთს რომ მისცეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად საქართველოს ხმა, რომელიც იყო გადამწყვეტი, ეს არის რუსული საქმე.
წაგებული ომის შემდეგ ფაქტობრივად ყველა სტრატეგიული ობიექტი, რაც საქართველოს გააჩნია, რომ გადაუფორმეს რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს, ზუსტად ეს ნიშნავს რუსეთის გავლენების გაზრდას საქართველოში და ჩვენს შემთხვევაში, მსგავსი, ამის მეასედი მაგალითიც კი ფიზიკურად ვერავინ მოიყვანა.
ეს არის ბინძურ პროპაგანდა. როდესაც პოლემიკაში შედიხარ ადამიანთან და ეკითხები - მითხარი, რუსული რა გავაკეთე? ვერავინ ვერაფერს გეუბნება და ამბობენ - ასე იძახიანო, ვიღაცამ შეიძლება თეთრზე შავი გითხრას და ეს არ უნდა დაიჯერო“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რა კარგები ხართ…“ - თიკო ჩხეიძე და ნუკრი რევიშვილი აბასთუმანში ისვენებენ