Digest Logo

ლევან მაჭავარიანი: პრეზიდენტს ხელი აქვს აღებული კონსტიტუციაზე... ვიზიტები მთავრობასთან შეთანხმებით რომ უნდა ხორციელდებოდეს, არ აინტერესებს

1727697564
ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლო ვიზიტს ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა.

ლევან მაჭავარიანის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს არანაირი პოზიტიური შედეგი არ ჰქონია.

„მას [პრეზიდენტს] ხელი აქვს აღებული კონსტიტუციაზე. ვიზიტები რომ უნდა ხორციელდებოდეს უშუალოდ მთავრობასთან შეთანხმებით, არ აინტერესებს. რასაც უნდა იმას ლაპარაკობს. საქართველოს სასარგებლოდ არანაირი დიალოგი არ გაუმართავს და მისი ვიზიტებისგან არანაირი პოზიტიური შედეგი არ მიგვიღია“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი. 

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა ბერლინში დიასპორასთან შეხვედრა გამართა.
 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილს, საქართველოს მთავრობისგან ჯილდოს სახით, თითოეულს, მილიონი ლარი გადაეცემათ

🔴 მატილდა გვარლიანი Holidaymagazine-ს გარეკანზე გამოჩნდა - მოდელის მორიგი წარმატება

🎥 „ეს არის პერიოდი, როდესაც მოხდება საჯარო სკანდალები, რისი გავლენაც ორი კვირიდან, 18 წლამდეა ხოლმე“ - ხათუნა ნოელი 2 ოქტომბრის მზის დაბნელებაზე