Digest Logo

ლევან მაჭავარიანი საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობასთან დაკავშირებულ კრიტიკაზე: ყველას უნდა ჩინეთთან მეგობრობა, ჩვენ რატომ არ უნდა გვქონდეს უფლება, ვისარგებლოთ იმით, რომ ჩინეთისთვის ვართ ძალიან საინტერესო

1736513166
ლევან მაჭავარიანი

„როცა აშშ-ის თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერები ჩინეთთან მეგობრობას გვსაყვედურობენ, ასმაგი სტანდარტია, რადგან აშშ-ის სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან, დაახლოებით, 700 მილიარდის ფარგლებშია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველოს ჩინეთთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თმით, ჩინეთი ფაქტობრივად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანაა და მასთან თანამშრომლობა არაერთ ევროპულ ქვეყანას სურს.

„ჩინეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და როგორც კი ეს პარტნიორობა გაფორმდა, მოგეხსენებათ, უვიზო მიმოსვლაც დაიწყო და პირდაპირი რეისებიც ჩაინიშნა.

როდესაც ამერიკის ჯერჯერობით მოქმედი ადმინისტრაცია თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერები ჩინეთთან მეგობრობას გვსაყვედურობენ და ეს დიდი ხანია გრძელდება, ეს ასმაგი სტანდარტია იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან დაახლოებით, თუ არ ვცდები 700 მილიარდის ფარგლებშია. ახლა ბატონი ტრამპის პრესკონფერენცია იყო დაახლოებით 2 კვირის წინ, სადაც მან ისაუბრა ჩინეთთან მის ურთიერთობაზე, მის დამოკიდებულებაზე სი ძინპინის მიმართ, თუ როგორი მეგობრული დამოკიდებულება აქვს, როგორ პატივს სცემს და როგორ აპირებს ურთიერთობების გაღრმავებას.

გერმანიისთვის ჩინეთი უკვე ზედიზედ მე-8 წელია, რაც ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. ჩინეთთან ურთიერთობას აღრმავებს: პოლონეთი, მოლდოვა, იტალია ძალიან ახლოვდება ჩინეთთან. მაკრონის შეხვედრა ვიხილეთ ბატონ სი ძინპინთან თვეების წინ, როდესაც იქაც საუბარი იყო ურთიერთობის გაღრმავებაზე და როდესაც ყველას უნდა ჩინეთთან მეგობრობა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი ფაქტობრივად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველზე ძლიერი ქვეყანაა, სამეულში მინიმუმ ნამდვილად შედის, ჩვენ რატომ არ უნდა გვქონდეს უფლება, ვისარგებლოთ იმით, რომ ჩინეთისთვის ჩვენ ვართ ძალიან საინტერესო და ამ ინტერესების თანხვედრა არის მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში“, - აღნიშნავს მაჭავარიანი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რა კარგები ხართ…“ - თიკო ჩხეიძე და ნუკრი რევიშვილი აბასთუმანში ისვენებენ

⭕ „ისე, როგორც არასდროს მინდოდა ვყოფილიყავი ჩემს აფხაზეთში... საბერიო, გლოვობდა ანგელოზებთან დამშვიდობებას“ – ნათია თოდუა

⭕„ის მტრედი ხომ საერთო ციდან იყო, საბერიოს ანგელოზების მამას რომ დაეყრდნო, ეს ბავშვებიც ამ ცის ნაწილები არიან...“ - გიორგი კეკელიძე