Digest Logo

ლევან მაჭავარიანი: ზურაბიშვილს და ოპოზიციურ პარტიებს ძალიან სურთ, ქვეყანა ჩამოიშალოს, ეს ნატვრა, ნატვრად დარჩება

1736435669
ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას სურთ, ხელისუფლება და ქვეყანა ჩამოიშალოს.

მისი თქმით, ხელისუფლების განადგურება ოპოზიციის ნატვრად დარჩება. 

„რადიკალი ოპოზიციის დღის წესრიგი ჩამოშლილია. შემდგარი არის არჩევნები. ხელისუფლება და ქვეყანა რომ ჩამოიშალოს, სამწუხაროდ, ეს ქალბატონ ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს ძალიან სურთ და ეს მათი ერთ-ერთი ნატვრა და ოცნება არის. სწორედ მაგიტომ გავუსვი ხაზი იმ გაგზავნილ წერილს, როდესაც ევროკავშირს მიმართეს ისეთი თხოვნებით, რაღაცნაირად აქ ქაოსი და ჩამოშლა მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მათი ნატვრა, ნატვრად დარჩება, ეს რეალობასთან მიახლოებული არ არის, სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, ჩვენ ვუმკლავდებით ყველანაირ სირთულეს, ყველანაირ გამოწვევას ბოლო 3 წლის განმავლობაში, ამას მოსახლეობა კარად აკვირდება და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მათ უბრალოდ სურვილად დარჩება“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ლევან მაჭავარიანი 3 ოპოზიციური პარტიის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი მიმართვაზე: ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი

🎥 „100 საათი აფრიკის ყველაზე არამეგობრულ ქვეყანაში...“ - „კაკოს“ და სოსო ნებიერიძის მოგზაურობა მავრიტანიაში, სადაც ქალს 10-ჯერ გათხოვების უფლება აქვს

🎥 „ვისაც შევხვედრივარ საქართველოზე ყველას აქვს ინფორმაცია, განსაკუთრებით კი იციან, რომ ჩვენი ქვეყანა არის ღვინის კულტურის უძველესი სამშობლო“ - რას საქმიანობს „ჩცდ“-დან ზაზა, გიორგი ბოჭორიშვილის ლონდონური ცხოვრება