Digest Logo

მამუკა მდინარაძე: კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ჩვენს ქვეყანას იმ სულის შემძვრელი ტრაგედიის გამო, რაც 5 ანგელოზი ბავშვის გარდაცვალების გამო თავს დაატყდა

1736419696
მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარს გამოთქვამს.

„მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ჩვენს ქვეყანას იმ სულის შემძვრელი ტრაგედიის გამო, რაც 5 ანგელოზი ბავშვის გარდაცვალების გამო თავს დაატყდა. დიდი გულისტკივილით მინდა სამძიმარი ვუთხრა ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და განსაკუთრებით ამ ბავშვების ახლობლებსა და ოჯახის წევრებს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, 5 იანვარს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვი დაიღუპა.

მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

მომხდარი ტრაგედიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღე 6 იანვარს იყო გამოცხადებული.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვისაც შევხვედრივარ საქართველოზე ყველას აქვს ინფორმაცია, განსაკუთრებით კი იციან, რომ ჩვენი ქვეყანა არის ღვინის კულტურის უძველესი სამშობლო“ - რას საქმიანობს „ჩცდ“-დან ზაზა, გიორგი ბოჭორიშვილის ლონდონური ცხოვრება

⭕„ჩემო სიყვარულო, დაბადების დღეს გილოცავ“ - ნანუკა გუდავაძე იუბილარია

🎥 როგორ ვთქვათ უარი ტკბილეულზე? - საჭირო რჩევები არუნ ხათრისგან