„პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ საინტერესო იქნება სალომე ზურაბიშვილი, სკამს რომ ჩაებღაუჭება - არ მივდივარო იძახის ეს ადამიანი, ეს ხომ არასერიოზულია?!“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„პრეზიდენტის არჩევის ახალი წესია, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტს აირჩევენ დელეგატები.
შემადგენლობა შედგება პარლამენტის წევრებისგან, აჭარისა და აფხაზეთის მთავრობების წარმომადგენლებისგან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისგან. ამის შემდეგ ის დაელოდება ინაუგურაციის და შემდეგ ის იქნება უფლებამოსილი შეუდგეს პრეზიდენტის საქმიანობას. მერე იქნება საინტერესო სანახავი სალომე ზურაბიშვილი, სკამს რომ ჩაებღაუჭება. არ მივდივარო იძახის ეს ადამიანი, ეს არასერიოზულია, არ გავალ სასახლიდანო, ფეხებს ხომ არ გააფიჩინებს?!“, - აცხადებს მდინარაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როდის უნდა დაიდგას ნაძვის ხე, რომ ბედნიერება მოგვიტანოს? - ეზოტერიკოსის რჩევები
⭕„2025 წელი პლანეტის ყველა მცხოვრებისთვის გარდამტეხი იქნება“ - ნახეთ სედიქ აფგანის პროგნოზი