Digest Logo

კიბოს გამომწვევი საკვები - 6 პოპულარული პროდუქტი

1715532904
კიბოს უჯრედი

კიბო არის დაავადება, რომლის დროსაც სხეულის ზოგი უჯრედი უკონტროლოდ იზრდება და მრავლდება. კიბოს წარმოქმნის მიზეზები განსხვავებულია, თუმცა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უჯრედის დნმ-ის დაზიანებაა. 

არსებობს 5 საკვები, რომლის ხშირმა მოხმარებამ შეიძლება კიბოს განვითარების რისკი გაზარდოს. ეს პროდუქტებია:

1. სოსისი და სხვა დამუშავებული ხორცი

ასეთი პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს. მაგალითად, ხორცის გადამუშავებისას კონსერვანტები - ნიტრიტები და ნიტრატები წარმოიქმნება, რომლებიც შეიძლება ნიტროზამინებად გარდაიქმნან. ეს კანცეროგენებია, რომლებსაც უჯდერების დაზიანება და საშიში ცვლილებების გამოწვევა შეუძლიათ.

ყველაზე ხშირად ძეხვეული ნატრიუმის ნიტრიტს, E 250 შეიცავს, რომელიც ძეხვს ვარდისფერ შეფერილობას აძლევს. ასეთი ძეხვის, ბეკონის, სოსისის შეწვისას, მაღალ ტემპერატურაზე წარმოიქმნება კანცეროგენი ნიტროზამინი, რაც ძალიან საშიშია.

გარდა ამისა, ძეხვის და სხვა დამუშავებული ხორცპროდუქტების მომზადება შებოლვის, დამარილების და ფერმენტაციის პროცესებს მოიცავს, რამაც შეიძლება კიბოს განვითარების რისკი ასევე გაზარდოს. ამიტომ გირჩევთ დამუშავებული ხორცპროდუქტები შეზღუდოთ ან ჯანსაღი ალტერნატივით ჩაანაცვლოთ. შეგიძლიათ, ხორცის ნაჭერი ღუმელში, სანელებლებთან ერთად გამოაცხოთ და ისიამოვნოთ.

2. ტრანსცხიმების შემცველი საკვები

ასეთი საკვები ნივთიერების ცვლაზე გავლენას ახდენს და შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი პროცესი, კიბო, სიმსუქნე, ქოლესტერინის დონის მომატება, ჰიპერტენზია და ბევრი სხვა უსიამოვნება.

ტრანსცხიმების შემცველი პროდუქტებია:

ნამცხვრები, ღვეზელები, ტკბილეული, შოკოლადები, ფუნთუშები და სხვა ტკბილეული.
სწრაფი კვების პროდუქტები: კარტოფილი ფრი, ჰამბურგერი, სენდვიჩები, ნაგეტსები და სხვა ზეთში შემწვარი საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით ტრანსცხიმებს შეიცავს.

მარგარინი (ჯობია მარგარინის და მისი შემცველი პროდუქტების არსებობა საერთოდ დაივიწყოთ).

ხემსი: ჩიფსები, კრეკერები, პოპკორნი და სხვა მარილიანი სნექები შესაძლოა ტრანსცხიმებს შეიცავდნენ.

მაღაზიაში ნაყიდი მაიონეზი.

3. შაქარი და ხელოვნური დამატკბობლები

დადასტურებული არ არის, რომ შაქარმა ან ტკბილეულის მოხმარებამ შეიძლება კიბო გამოიწვიოს, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ზედმეტი შაქრის მიღებით გამოწვეულმა სიმსუქნემ შეიძლება გარკვეული ტიპის კიბოს განვითარების რისკი გაზარდოს.

ზოგი კვლევა ვარაუდობს, რომ კიბოს გაზრდილ რისკს უკავშირდება ისეთი შაქრის შემცვლელების გამოყენება, როგორიცაა ასპარტამი, სუკრალოზა და ა.შ.; კერძოდ, მათ შეიძლება ანთებითი პროცესები და ნაწლავის მიკრობიომში ცვლილებები გამოიწვიონ, რამაც შეიძლება კიბოს უჯრედების განვითარებას ხელი შეუწყოს. იგივე ეხება ხელოვნურ არომატიზატორებს.

4. წითელი ხორცი

დიდი რაოდენობით მოხმარების შემთხვევაში, წითელ ხორცს შეუძლია კიბო გამოიწვიოს, რადგან შეიცავს კარცეროგენებს - კიობს გამომწვევ ძირითად აგენტს;

5. ალკოჰოლი

კვლევებმა არაერთხელ აჩვენა, რომ ალკოჰოლი კანცეროგენულია და მჭიდრო კავშირშია მკერდის, კუჭისა და ღვიძლის კიბოსთან. ეთანოლს შეუძლია დააზიანოს უჯრედები და გამოიწვიოს მათი მუტაცია ან არანორმალური გამრავლება.

6. ატრია (ლაფშა)

ატრია პოპულარული გახდა და ბევრს უყვარს არა მხოლოდ იმიტომ, რომ გემრიელია, არამედ იმიტომ, რომ ადვილად მოსამზადებელია და სხვა კერძებთან შედარებით ნაკლებ დროს მოითხოვს. ატრია მდიდარია ნუტრიენტებით, კალორიებით და ვიტამინებით, მაგრამ მასში ძალიან მაღალია ნატრიუმის შემცველობა. ორგანიზმის მიერ დიდი რაოდენობით მიღებული ნატრიუმი ძალიან საზიანოა და შესაძლოა კუჭის კიბოსთან იყოს დაკავშირებული.

***

პროდუქტები კიბოს პრევენციისთვის

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თითქმის ყოველთვის ბუნება თავად გვთავაზობს გამოსავალს.

მაგალითად, კიბოს რისკის შესამცირებლად უნდა მიიღოთ:

ხილი და ბოსტნეული

ბოსტნეული და ხილი შეგიძლიათ მიირთვათ უმი ან წვენებისა და სმუზის სახით, შაქრის და დამატკბობლების გარეშე!

განსაკუთრებით სასარგებლოა ციტრუსები და სტაფილო. ისინი შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო კომპონენტებს. ასევე ძალიან სასარგებლოა თხილი და ნიგოზი;

პომიდორი

ჭამამდე პომიდორი კარგად გარეცხეთ. მისი დამატება შესაძლებელია სალათებში ან სენდვიჩებში. პომიდორი ძალიან მდიდარია ნუტრიენტებითა და ვიტამინებით, რომლებიც ებრძვიან კიბოს.

ნიორი

ნივრის რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება შეამციროს კიბოს განვითარების რისკი. შეგიძლიათ თქვენი კერძები ნივრით შეაზაოთ. ნიორი შეიცავს ფიტოქიმიკატებს, რომლებიც ძირითადი ელემენტებია კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

ლობიო

ლობიო შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ებრძვიან კიბოს და სხვა ბევრ დაავადებას. ლობიო მდიდარია ნუტრიენტებით, ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც არა მხოლოდ შეამცირებს კიბოს რისკს, არამედ გააძლიერებს იმუნიტეტს.

თევზი

თევზი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ამცირებს პროსტატის კიბოს რისკს. მიირთვით მეტი ორაგული და თინუსი. არ მოხარშოთ თევზი ზედმეტად, რადგან სითბო არა მხოლოდ კლავს საკვებ ნივთიერებებს, არამედ ააქტიურებს კიბოს გამომწვევ აგენტებს.

***

დასასრულს, შეეცადეთ იკვებოთ ჯანსაღად. ზოგჯერ გემრიელი კერძის ჭამას არავინ გვიკრძალავს, თუმცა „ზოგჯერ“ და არა - ყოველდღე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ის ადამიანები, ვინც ეკლესიას ებრძოდნენ, თავისი პირით ამბობდნენ, თურმე იმ პატარა მონაკვეთში 300 ათასი კაცი ეტევა, არათუ 100 ათასი“ - მამა შალვა კეკელია

გარდაცვლილი შვილი, რეპრესირებული მამა და 82 წლის ასაკში აღებული დიპლომი - ყველაფერი იმედა კახიანის შესახებ

🎥 მსახიობ იმედა კახიანს 87 წელი შეუსრულდა - „არც მეგონა რომ ამ ასაკს მივაღწევდი“

წყარო: funtime.ge