
„ოპოზიცია რა დღეშიც არის, ლოგიკურია, მათ „დიფ სთეითის“ დავალებების შემსრულებლად სალომე ზურაბიშვილი არ გამოადგათ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას ევროპიდან თანხების მობილიზებას ჰპირდებოდა, მაგრამ ვერ გააკეთა და ახლა ოპოზიცია მის მოშორებაზეა გადასული.
„ნიკა გვარამიას ზურაბიშვილი როგორ სძულს, ეს ვიცით. ვიდრე ახალი ინსტრუქციები არ წამოვა, ერთმანეთის კბენის რეჟიმში იქნებიან. როცა ინსტრუქცია იქნება, რომ სუფრის სათავეში ზურაბიშვილი უნდა დაჯდეს, ამას ასე იზამენ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: