Digest Logo

🎥 გაიცანით 100 წლის ნინა ბებო, რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა და გიბრალტარის პორტიდან დიდმა სიყვარულმა საქართველოში ჩამოიყვანა

1744699611
100 წლის ნინა ბებო,

100 წლის ნინა ბებო, რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა, დღეს კი ხარაგაულის სოფელში სულ მარტო ცხოვრობს, საოჯახო საქმეს დაუზარებლად უძღვება და უგემრიელეს პურსაც საკუთარი ხელით აცხობს, მის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველომ“ სიუჟეტი მოამზადა.  

5-6 წლის იქნებოდა მშობლებთან განშორება, რომ მოუწია, რადგან ორივე მშობელი საბჭოთა რეპრესიებმა იმსხვერპლა, ობლად დარჩენილი კი ბავშვთა სახლმა შეიფარა. 

მოზარდობის რთული წლები ქალმა გადაატანინა, რომელმაც იგი შვილად აიყვანა და გაზარდა.

შემდეგ იყო გიბრალტარის პორტში ცხოვრების მთავარ სიყვარულთან შეხვედრა, დიდმა გრძნობამ მეუღლის სამშობლოში შვილებთან ერთად ჩამოიყვანა და ასე დაფუძნდა საქართველოში

საუკუნის მოხუცებულს საყვარელი ადამიანები არ ივიწყებენ, მას ხშირად სტუმრობენ და სიყვარულსა და ყურადღებას მთელი გულით უნაწილებენ.

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„წერენ, როგორ უხდებით ერთმანეთს“ - ხალხი ჩვენს რომანს ითხოვს...“ - რა ხდება მანუ მურღულიასა და გიორგი კალატოზს შორის?

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

🎥 „ვისაც მეორე ნახევარი არ გყავთ, შესაძლოა დღეს გაიცნოთ“ - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან