Digest Logo

ნინო წილოსანი: სანქციები ქართველი ხალხის წინააღმდეგაა, რადგან ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააბრუნა

1744976965
დეპუტატი ნინო წილოსანი

„სანქციები ქართველი ხალხის წინააღმდეგაა, რადგან ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააბრუნა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი სამაგალითოა ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით.

„თავადაც ამბობენ, რომ საქართველოს მიმართ სანქციების გამოყენება დასჯის მეთოდი და, გარკვეულწილად, ზემოქმედების მექანიზმია. რისთვის შეიძლება, საქართველო და ქართველი ხალხი ისჯებოდეს? საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი სამაგალითოა ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით და ქვეყანა მშვიდობიან პოლიტიკას აწარმოებს, რომელიც ომის რისკით ევროკავშირში პარტნიორებს დისკომფორტს არ უქმნის.

საქართველო ეკონომიკური ზრდითაც სამაგალითოა. „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს დაასრულა და წერტილი დაუსვა ადამიანის უფლებების შელახვას. ამ მომენტიდან მოყოლებული ჩვენ ყველა ძირითად უფლებას ვიცავთ, რომელიც ადამიანს აქვს.

ამ ყველაფრის ფონზე, როცა სხვა ქვეყნები საქართველოს საჯარო მოხელეებს ასანქცირებენ, მაშინ როცა ამ ქვეყნების უმრავლესობაში ადამიანის უფლებების ნომერ პირველი დამრღვევები, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თავისუფლად გადაადგილდებიან და მათთვის მიხეილ სააკაშვილი რაღაც ლეგენდაა, წარმოუდგენელია, სანქცია მიზნობრიობას მიემართებოდეს. რეალურად, სანქციები ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის, რადგან ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააბრუნა“, - აღნიშნა წილოსანმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა დაიშვება წითელ პარასკევს ხალხური რწმენით - „თუ ბავშვს ძუძუს ჩამოაშორებთ, ის ჯანმრთელი, ძლიერი და ბედნიერი იქნება...“

⭕„წითელ პარასკევს ბებია უჩვეულოდ, გვიან ადგებოდა, ვიცოდით ამ დღეს არ ლაპარაკობდა, უბრად იყო... ამ დღეს არც სტუმარი მოვიდოდა და არც ჩვენ წავიდოდით სადმე“ - რას წერს ზურაბ შევარდნაძე

⭕საიდან იღებს სათავეს კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიცია და აკრძალვა, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ